ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

#

წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის გზავნილია: „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერების განსაკუთრებულ როლს სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაში.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო სურსათის უვნებლობის გზით დაავადებების პრევენციის საკითხები, სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები და საზოგადოებაში სურსათის უვნებლობის მნიშვნელობის პოპულარიზაცია.
ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა მარინა ღვინჯილიამ პრეზენტაცია წარადგინა სურსათის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ, სადაც დეტალურად მიმოიხილა თანამედროვე ლაბორატორიული კვლევების როლი უვნებელი სურსათის წარმოებაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სურსათის უვნებლობა ყველა დაინტერესებული მხარის კოლექტიურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს უწყებათაშორისი კოორდინაცია.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს მეცნიერებსა და სპეციალისტებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც თავის მხრივ, საფუძველს ქმნის ერთიანი და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას.