სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ხ.დ.კ.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია კვლევებს მთელი ქვეყნის მასშტაბით (მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათისა და წყლის კვლევა) საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ახორციელებს. 2016 წელს, ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებთან (თბილისი, ახალციხე, ქუთაისი) ერთად საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაცია გაირა ხუთმა რეგიონულმა ლაბორატორიამ (ზუგდიდი, მარნეული, გურჯაანი, დუშეთი და გორი). ლაბორატორიულ ქსელში დანერგილია ISO 9001-ის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია კვლევებს ახორციელებს, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული მასშტაბით. ლაბორატორიას გააჩნია 3 (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე) ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია და 8 (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი) რეგიონალური ლაბორატორია.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაწესებულებაში გამოკვლეულ ნიმუშზე გასცემს გამოცდის ოქმის.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილია თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე, ასევე უვნებლობის პარამეტრებზე შესაძლებელია ჩატარდეს: • ქლორამფენიკოლის განსაზღვრა თაფლში • ქლორორგანული პესტიციდების: ჰექსაქლორციკლოჰექსანი (α,β,γ,δ იზომერები), დდტ და მისი მეტაბოლიტები (DDT, DDD, DDE), ჰეპტაქლორი) განსაზღვრა • კადმიუმის (Cd) • ტყვიის (Pb ) • ანტიბიოტიკების - ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის და ქლორტეტრაციკლინის განსაზღვრა თაფლში • დარიშხანის (As) განსაზღვრა თაფლში მეთოდების დანერგვის პროცესი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტანდარტიზირებულია და ექვემდებარება საერთაშორისო მოთხოვნებს.

ნიმუშის მოტანა უნდა მოხდეს კარგად გარეცხილი ქილით ან კონტეინერით. ნიმუშის რაოდენობა დამოკიდებულია შესაბამისი კვლევის პარამეტრების რაოდენობაზე, 700 გრ-დან 1,5 კგ-მდე.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში წყლის კვლევა ხორციელდება მიკრობიოლოგიურ და ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებზე.

ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის ბოთლში აიღეთ 500 მლ რაოდენობით წყალი, რომელიც წინასწარ გასტერილებულია, დაცულია ბამბა-დოლბანდის საცობით და ზემოდან დახურულია ქაღალდის საფარით. ღია წყალსატევებიდან (ჭა, მდინარე, აუზი და ა.შ.) წყლის სინჯი აიღეთ ბატომეტრით. ბატომეტრი ჩაძირეთ საჭირო სიღრმეზე (10-15 სმ წყლის ზედაპირიდან). წყალსადენის ონკანიდან წყალი აიღეთ იმ პერიოდში, როცა წყლის დიდი ხარჯვა აღინიშნება. ონკანს წინასწარ გაუკეთეთ სტერილიზაცია ცეცხლმოკიდებული სპირტიანი ტამპონის ალზე მოწვით, შემდეგ ონკანი გააღეთ ბოლომდე და 10-15 წთ-ის განმავლობაში დენის შემდეგ აიღეთ სინჯი. წყლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი გააკეთეთ არა უგვიანეს ორი საათისა მისი აღების მომენტიდან. აღნიშნული ვადის გაზრდა შეიძლება 6 სთ-მდე, თუ შენახვა და ტრანსპორტირება მოხდება 1-დან 5 С ტემპერატურის პირობებში.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ნიადაგის კვლევა ხორციელდება მხოლოდ ბიოლოგიურ (ნემატოდების აღმოჩენა) მახასიათებელზე.

ნიადაგის ნიმუშის აღება პათოგენური ორგანიზმებით დაბინძურებისას: 0,5-20 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი დაყავით არაუმცირეს 10x10 მ ზომის ნაკვეთებად. თითოეული (10x10 მ) ნაკვეთიდან აიღეთ ნიადაგის 10 წერტილოვანი სინჯი 20 სმ სიღმეზე. (20-20 გ ოდენობის თითოეული წერტილოვანი სინჯიდან). ყველა ნაკვეთიდან აღებული წერტილოვანი სინჯები გააერთიანეთ ერთ პარკში და გაუკეთეთ ეტიკეტირება. საანალიზო ნიადაგის ნიმუშის ოდენობა უნდა იყოს 200 -250 გ. სასურველია აღებული ნიადაგის ნიმუში საანალიზოთ მიიტანოთ იმავე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეინახეთ მაცივარში 4-5 C. ჰელმითოლოგიური გამოცდისათვის - ნიმუში აიღეთ მაშინ, როცა ნიადაგი ტენიანია.

ნიმუში უნდა შეიფუთოს სუფთა, სითხეგაუმტარ, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში/მასალაში ნიმუშის თვისებების შენარჩუნების გათვალისწინებით და მოხდეს მისი დალუქვა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში - მსხვილი რქოსანი პიურტყვიდან აღებული ნიმუში (სისხლი) გამოსაცდელად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი იდენტიფიცირებულია საქართველოს დადგენილების შესაბამისად შვიდ ნიშნიანი ან რვა ნიშნიანი საყურე ნომრით. მაგ: GE 101 505 505

სისხლის ნიმუშის მოტანა შესაძლებელია სპეციალურ სინჯარით. ნიმუში უნდა გაჩერდეს 4-5 საათით ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო შემდეგ უნდა მოთავსდეს მაცივარში. შენიშვნა: ნიმუში არ უნდა გაიყინოს. სისხლის ნიმუშის მოტანა ლაბორატორიაში შესაძლებელია, ნიმუშის აღებიდან 48 საათის განმავლობაში.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ნიმუშების მიღება შესაძლებელია 10-დან 16 საათამდე.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კვლევის საფასურის გადახდა შესაძლებელია: ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, ან ნაღდი ანგარიშსწორებით - ლაბორატორიის ტერიტორიაზე არსებული გადახდის აპარატის მეშვეობით. 

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას. პროგრამაში ჩართვა სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ხორციელდება. პირველ რიგში, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და მათი უშუალო კოორდინირებით ყოველწლიურად ხდება მაღალი შეფასების მქონე ექვსი სტუდენტის განაწილება ყველა სადიაგნოსტიკო დეპარტამენტში. დარგის სპეციალობების მიხედვით, მათ შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. სახელმწიფო პროგრამების გარდა , სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია უშუალოდ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ სასაწავლებელთანაც. ამჟამად ლაბორატორიას გაფორმებული აქვს 7 მემორანდუმი პროფესიულ სასწავლებელთან/საზოგადოებრივ კოლეჯთან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტთან. ლაბორატორია ასევე ხელს უწყობს ევროკავშირის საბაკალავრო პროგრამის განვითარებას, გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში“.