ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ჩვენ შესახებ

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ, საერთაშორისო დონისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე ლაბორატორიას.
ლაბორატორიის საქმიანობის სფერო მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას სურსათის კვლევა, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა, ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკა.
საქართველოს მასშტაბით ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტის 17025:20217/2018 აკრედიტაციის მქონე თბილისის ლაბორატორიას (ქუთაისი, ახალციხე) და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია).
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტის ISO : 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა.
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უზრუნველყოფილია მაღალტექნოლოგიური კვლევების ადგილზე ჩატარება არსებული მეთოდების გათვალისწინებით კი, შესაძლებელია მოკლე დროში ეფექტური დიაგნოსტიკა.
ლაბორატორიაში მუდმივად ინერგება საერთაშორისოდ აღიარებული  თანამედროვე სტანდარტი.
ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ლაბორატორიის პერსონალისთვის კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით ყოველწლიურად ცხადდება საკვალიფიკაციო ტესტირება.
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლიდან და უნივერსიტეტებიდან სტუდენტების ჩართვა საწარმოო პრაქტიკაში მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.

მის: თბილისი 0159, ვასო გოძიაშვილის ქ.49
ელ- ფოსტა contact@sla.gov.ge
ვებგვერდი: www.sla.gov.ge 
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.sla.gov.ge / 
ცხელი ხაზი: 1501 ტელ: +995 0322 53 0968