სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ქ.გორში მეხილე ფერმერებს შეხვდნენ
ქალაქ გორში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიის სპეციალისტებმა - ნინო ბოკერიამ და თეა აბრამიშვილმა ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმების გამოვლენისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში მეხილეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილების გზებზე და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონულ დონეზე
ლაბორატორიების გაძლიერების და უსაფრთხო პროდუქციის მიღებისთვის საჭირო კვლევებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, დაინტერესებული პირებისთვის ლაბორატორიაში არსებული სერვისების გაცნობის მიზნით, არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია.
ქ. გორში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.