ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ბათუმის თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სტენდი იყო წარმოდგენილი.

#

ფესტივალის ფარგლებში ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს ლაბორატორიის საქმიანობის, მათ შორის, თევზის დაავადებებისა და თევზის პროდუქტების კვლევების შესახებ. 

ფესტივალის სტუმრებს საშუალება მიეცათ ლაბორატორიის სტენდთან დიაგნოსტიკის დეტალებს - რა შემოწმებას გადის პროდუქტი რეალიზაციამდე, გასცნობოდნენ. 

ღონისძიების მონაწილეებს  საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ. 

ბათუმის თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში დარგის პოპულარიზაციას, მეთევზეობისა და აკვაკულტურის განვითარებას. 

ფესტივალს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი დაესწრო.