სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
თბილისის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს მე-12 საჯარო სკოლის, მე-8 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები გაეცნენ.
სტუმრებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიები, მცენარეთა მავნე ორგანიზმების და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტები დაათვალიერეს.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თანამშრომლობს როგორც უმაღლეს, ასევე, საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ლაბორატორიის ქსელში კი აქტიურად იმართება ღია კარის დღეები.