სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარეს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ვირუსოლოგიისა და სეროლოგიის ლაბორატორიის გუნდი წარმატებით ჩაერთო საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებაში, რომელიც ბრუცელოზის იდენტიფიკაციას ეხებოდა.
ტესტირების პანელი მომზადდა და ლაბორატორიაში გადმოიგზავნა საფრანგეთის სურსათის, გარემოსა და შრომის უსაფრთხოების სააგენტოს (ANSES) მიერ.
ლაბორატორიის სპეციალისტებმა პანელის ნიმუშები სრულად შეაფასეს და ტესტირებაში 100% შეფასება დაიმსახურეს.
ტესტირებამ დაადასტურა, რომ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებს მაღალი კვალიფიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ ინფექციური დაავადებების, მათ შორის ბრუცელოზის, სეროლოგიური და ვირუსოლოგიური მეთოდებით სანდო იდენტიფიკაციის კუთხით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებებსა და გადამზადების პროგრამებში, რაც ხელს უწყობს ლაბორატორიის ქსელის მუდმივ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://sla.gov.ge/Ge/Tariffs