ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

#

ლაბორატორიაში საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და სტუდენტური მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სტუდენტებმა სურსათის კვლევის, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერეს. მათ საშუალება ჰქონდათ, ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების გაზრდას და შესაბამისი პროფესიებით დაინტერესებას.