სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
ლაბორატორიაში საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და სტუდენტური მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდებს ლაბორატორიაში მუშაობის სტანდარტების, ბიოუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხების შესახებ ლაბორატორიის სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარდათ.
სტუდენტებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიები, სურსათის კვლევისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში დაათვალიერეს.
შეხვედრის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების გაზრდას და შესაბამისი პროფესიებით დაინტერესებას.