ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტებმა სასწავლო კურსი გაიარეს

#

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. 

თეორიული მეცადინეობის პარალელურად, სტუდენტებმა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტებში პრაქტიკული კურსი გაიარეს. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას და ლაბორატორიაში არსებულ კვლევებს გასცნობოდნენ. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს. 
დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/