ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი მარინა ღვინჯილია

#

ქალატონი მარინა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე 16 წელია მუშაობს, დღეს კი, სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსია. 

მრავალწლიანი მუშაობით, ქალბატონმა მარინამ მიიღო დიდი გამოცდილება როგორც დაავადებების კვლევის, ასევე, კვლევის მეთოდების დამუშავებისა და დანერგვის მიმართულებებით. 
მარინა ღვინჯილია: „ჩემთვის ჩემი პროფესია არის ცხოვრების გზა, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ გავჩერდე“.

„ლაბორატორიას ყოველთვის სჭირდება განვითარება; აუცილებელია ახალი კვლევის მეთოდების დანეგვა და სპეციალისტების მუდმივი გადამზადება. ყველასთვის ცნობილია, რომ სურსათის უვნებლობა და სურსათის ხარისხი მთელ მსოფლიოში  ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ჩვენი დეპარტამენტი მუშაობს მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევების მიმართულებით. ლაბორატორიებში მუდმივად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასევე, ჩვენი სპეციალისტები, ყოველწლიურად, წარმატებით გადიან საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებებს.“