ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2020 წელს შესრულებული სამუშაოს მოკლე ანგარიში

#

"სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის ქვეშ შემავალ, საერთაშორისო დონისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

ლაბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია:
•          ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა;
•          სურსათის კვლევა;
•          მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მოიცავს თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიას, 2 ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას (ქუთაისი, ახალციხე) და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია).

არსებული ეპიდემილოგიური ვითარების მიუხედავად, ლაბორატორია მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად აგრძელებს მუშაობას. თანამშრომლები იცავენ კოვიდ პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა რეგულაციასა და მოთხოვნას.

ლაბორატორიას გააჩნია საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაცია და 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემა. 
ის ყოველწლიურად წარმატებით გადის ეროვნულ აკრედიტაციას. 2020 წლის მონაცემებით ლაბორატორია აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებს. 

ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და მის მიერ წარმოებული კვლევები არის საერთაშორისოდ აღიარებული - ქმნის სანდოობის განცდას , როგორც ქვეყანაში მყოფი მომხმარებლისთვის, ასევე საზღვრებს გარეთ პროდუქტის მაკონტროლებლებისთვის. საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება გამოცდების შედეგების უტყუარობა და სიზუსტე.  

2020 წელს ლაბორატორიაში დაინერგა 62 ახალი, აკრედიტებული კვლევის მეთოდი. 
ლაბორატორიაში კი შევიდა 306 680 ნიმუში და ჩატარდა 353 054 კვლევა.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, როგორც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ასევე, ლაბორატორიის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას და შესაბამისად უწყევტად ხდება კადრების გადამზადება ახალ მეთოდოლოგიებში. ჩვენი სპეციალისტები სწავლებებს გადიან ონლაინ რეჟიმში აშშ-სა და ევროპის წამყვან საცნობარო ლაბორატორიებთან თანამშრომლობით.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ჩართულია პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამაში.

2020 წელს ლაბორატორიის პერსონალმა, საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა. ლაბორატორიის შედეგები კი შეფასდა, როგორც წარმატებული. 

ყველა პროცედურა SLA-ს ქსელში ტარდება შესაბამისი ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების (SOP) მიხედვით.  

ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში.
რისთვისაც პროფესიული სასწავლებლებიდან და უნივერსიტეტებიდან მიმდინარეობს სტუდენტების ჩართვა საწარმოო პრაქტიკაში მათი დასაქმების მიზნით."

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური გამოცემის „ჩვენი სოფელი“ დეკემბრის ნომერი ხელმისაწვდომია!

ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/43548

დეკემბრის ნომერში ნახავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყება, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2020 წელს შესრულებული სამუშაოს მოკლე ანგარიშს.