სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცოფის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი თამარ ბუჩუკური
ქალბატონმა თამარმა ვეტერინარის პროფესია სრულიად შემთხვევით აირჩია. თუმცა, ამ სფეროში მუშაობა გახდა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ქალბატონმა თამარმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში პრაქტიკანტად დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი ცოფის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი გახდა.
თამარ ბუჩუკური:
„ლაბორატორიაში მუშაობა დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ცოფის პათმასალების კვლევების უკან ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ პასუხისმგებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ლაბორატორიაში მუდმივად მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე მეთოდების შესწავლა და დანერგვა.
საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ დიდ სიხარულს განიჭებს, როდესაც დამოუკიდებლად მუშაობ, იღებ პასუხისმგებლობას, ხოლო შენ დასკვნას და მიღებულ შედეგებს კოლეგებიც გიდასტურებენ.
ახალგაზრდა თაობას მინდა მივმართო - რომელ პროფესიასაც აირჩევენ, შეიყვარონ, შემდეგ კი მთელი ცხოვრება ერთგულად ემსახურონ. ძალიან კარგი იქნება, თუ დაინტერესდებიან და დაეუფლებიან ვეტერინარის პროფესიას, რადგან ის მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტრესო პროფესიაა“.