სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2022 წელს შესრულებული სამუშაოს მოკლე ანგარიში
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის (SLA) საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ცხოველთა (მ.შ. ფრინველი, თევზი, ფუტკარი) და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტირება, ასევე სურსათისა და სასმელი წყლის კვლევა.
ლაბორატორია კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია ქვეყნის მასშტაბით დაავადების კერის სალიკვიდაციო და საკარანტინო ღონისძიებებში და ხელს უწყობს ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების აპრობაციასა და დანერგვას. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მოიცავს თბილისის ლაბორატორიას, 2 ზონალურ‐დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას (ქუთაისი, ახალციხე) და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია).
ხარისხის მართვა ლაბორატორიაში
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ყოველწლიურად წარმატებით გადის საერთაშორისო აკრედიტაციას. 2022 წლის მონაცემებით ლაბორატორია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17025:2017/2018‐ის მოთხოვნებს.
2022 წელს ჩატარებული საზედამხედველო აუდიტით დადასტურდა, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა შენარჩუნებულია სამუშაო მდგომარეობაში, ვითარდება მუდმივი განვითარების პრინციპის შესაბამისად, შედეგიანია და მთლიანად აკმაყოფილებს ISO 9001: 2015 მოთხოვნებს.
ეპიდზედამხედველობა ქვეყნის მასშტაბით
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალი რეგიონული ლაბორატორიები აქტიურად არიან ჩართული აშშ‐ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), „ერთიანი ჯანმრთელობის“ პროგრამაში და სრულიად მზადყოფნაში არიან ეპიდაფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთონ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარების პროცესში.
ლაბორატორიის თანამშრომელთა გადამზადება/პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა
ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, როგორც სამეცნიერო‐კვლევით საქმიანობას, ასევე, ლაბორატორიის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; უწყვეტად ხდება კადრების გადამზადება ლაბორატორიული კვლევის ახალი
მეთოდების დანერგვის მიმართულებით. 2022 წელს ლაბორატორიის პერსონალს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის ტრენინგი.
პროფესიული განათლების ხელშეწყობა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლებიდან და უნივერსიტეტებიდან სტუდენტების ჩართვა საწარმოო პრაქტიკაში მათი მომავალი დასაქმების მიზნით. ამის საფუძველზე, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდა კვალიფიციური ადამიანური რესურსი. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების მიღების შემდეგ გრძელდება მათი პროფესიული განვითარება. დასაქმებულმა სტუდენტებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა რიგ სამუშაო სწავლებებსა და ტრენინგებში.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩართულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებში.
სტატისტიკა
2021 წლის მონაცემებთან შედარებით ლაბორატორიაში შემოსული საკვლევი ნიმუშების რაოდენობა 2022 წელს 10%-ით გაიზარდა, ხოლო ჩატარებული კვლევების მაჩვენებელი 15%-ით არის გაზრდილი.
ბიოდაცვა და ბიოუსაფრთხოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ შრომის უსაფრთხოების ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის ტრენინგები. 40-მდე სტაჟიორმა, პრაქტიკანტმა და სპეციალისტმა გაიარა შრომის უსაფრთხოების, ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის მოკლე ვადიანი ტრენინგი
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
2022 წლის განმავლობაში შემუშავდა და დაინერგა 25 კვლევა;
შემუშავდა და დამტკიცდა 13 სტანდარტული ოპერატიული პროცედურა;
დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები და სემინარები;
დეპარტამენტში მოხდა სტუდენტებისა და რეგიონის თანამშრომლების დატრენინგება;
დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო კონფერენციებსა და საკვალიფიკაციო ტესტირებებში.
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი
2022 წლის განმავლობაში შემუშავდა და დაინერგა 15 კვლევა;
შემუშავდა და დამტკიცდა 9 სტანდარტული ოპერატიული პროცედურა;
დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები და სემინარები;
დეპარტამენტში მოხდა სტუდენტებისა და რეგიონის თანამშრომლების დატრენინგება;
დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო კონფერენციებსა და საკვალიფიკაციო ტესტირებებში.
სურსათის კვლევის დეპარტამენტი
2022 წლის განმავლობაში შემუშავდა და დაინერგა 19 კვლევა;
შემუშავდა და დამტკიცდა 11 სტანდარტული ოპერატიული პროცედურა;
დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები და სემინარები;
დეპარტამენტში მოხდა სტუდენტებისა და რეგიონის თანამშრომლების დატრენინგება;
დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებებში.