ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ცოფის ლაბორატორიის უფროსი ნანული ხაიაური

#

„ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ცხოველები. ჩემი ოცნება იყო, ვეტერინარი გავმხდარიყავი", - ამბობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცოფის ლაბორატორიის უფროსი ნანული ხაიაური. 

„ოცნება ავისრულე. ზოოვეტერინარული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1980 წლიდან მუშაობა დავიწყე რესპუბლიკურ ვეტერინარულ ლაბორატორიაში ვეტერინარულ ექიმად. წლების განმავლობაში, ეტაპობრივად გავიარე მთელი რიგი საფეხურები, 2009 წლიდან დღემდე ვხელმძღვანელობ ცოფის დიაგნოსტიკის ლაბორატორიას.
ჩვენს ლაბორატორიაში დანერგილი მეთოდები უტყუარია ცოფის დიაგნოსტიკის სფეროში. ჩვენ კი, აქტიურად ვმუშაობთ შემოსულ ნიმუშებზე. 

სიამაყით მახსენდება ჩემს მიერ პირველად დამოუკიდებლად დასმული დიაგნოზები, რომლებიც გამოცდილი სპეციალისტების მიერ იქნა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია რომელსაც მე ვხელმძღვანელობ ერთადერთია ქვეყანაში, სადაც გამოცდილი პროფესიონალი სპეციალისტები მუშაობენ.

ლაბორატორიაში მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ სპეციალისტები მუდმივად ვვითარდებით, ვეცნობით და ვსწავლობთ სიახლეებს, რაშიც ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხელმძღვანელობა აქტიურად გვიჭერს მხარს. 

მომავალ თაობას ვურჩევდი, აირჩიონ ვეტერინარი ექიმის პროფესია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
იმის გამო, რომ დღეს ქვეყანა განიცდის ახალგაზრდა ვეტერინარი ექიმების დეფიციტს ვისურვებდი, მეტი ახალგაზრდა კოლეგა შემოგვიერთდეს“.