ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ინტერვიუ სოფლის მეურნეობის დოქტორთან, ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსთან, ნინო ბოკერიასთან

#

ნინო ბოკერიამ პროფესია სკოლის დამთავრებისთანავე აირჩია. გადამწყვეტი ფაქტორი კი, ბუნების და მცენარეების სიყვარული გახდა. 

„ადრეულ ასაკშივე მივხვდი, რომ მცენარეთა დაცვა ის სფერო იყო, რომელიც ძალიან მიზიდავდა და მაინტერესებდა. როდესაც სპეციალობა შევისწავლე, მივხვდი, რომ  საკმაოდ რთულ, თუმცა, ძალიან აქტუალურ მეცნიერებასთან მქონდა საქმე. ის, რაც დაკავშირებულია ბუნებასთან, უშუალო კავშირშია მცენარეთა დაცვასთან.

ვიდრე ლაბორატორიაში დავიწყებდი მუშაობას, გავიარე ასპირანტურის კურსი, შემდეგ  გავხდი სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, მცენარეთა დაცვის სპეციალობით, სადაც თითქმის 10 წელი ვიმუშავე. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში 2015 წლიდან ვმუშაობ, დღეს უკვე მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი ვარ და ჩემ გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობ სხვადასხვა ნიმუშზე. 

ლაბორატორიაში რეგულარულად მიმდინარეობს  კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა. ჩვენ ვფლობთ როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციას. 2021 წელს, 100%-იანი შედეგითა და დიდი წარმატებთ გავიარეთ პროფესიული ტესტირება (PT- ტესტირება). 

ლაბორატორიაში შემოდის უამრავი ნიმუში, რაც საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებელია გავითვალისწინოთ ყოველი მცირე დეტალი. კოლეგების პროფესიონალიზმი და მათი საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება პირდაპირ კავშირშია მთავარი მიზნის მიღწევასთან, ჩვენი მიზანი კი არის პათოგენური ორგანიზმების გამოვლენა და სწორი დიაგნოსტიკა. 

მომავალ თაობას ვურჩევ ეძიონ სიახლეები, ისწავლონ, მუდმივად განვითარდნენ და გახდნენ წარმატებულები.“