ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ინტერვიუ ენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტთან, თეა აბრამიშვილთან

#

თეა აბრამიშვილი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე 7 წელია მუშაობს. ქალბატონი თეა ენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტია.

 „ბავშვობიდან მიყვარდა ბიოლოგია, განსაკუთრებით მწერები, პეპლები და ლამაზი ფერის ხოჭოები მაინტერესებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, ჩემი ვიწრო სპეციალობა მცენარეთა დაცვაა. მაგისტრატურა და დოქტორანტურა კი, ენტომოლოგიისა და აკაროლოგიის მიმართულებით გავიარე.

ლაბორატორიაში მუშაობა 2014 წელს დავიწყე, სწორედ ამ პერიოდში იწყებოდა ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და გაძლიერება. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მომცა.
მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მუდმივად მიმდინარეობს  კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა, ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა სამეცნიერო პროექტზე. ლაბორატორიის პერსონალი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, ჩვენი სამეცნიერო სტატიები კი, საერთაშორისო ჟურნალებში იბეჭდება.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ლაბორატორიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სპეციალისტის გადამზადებაში. პირადად მე, საშუალება მომეცა, ცოდნა საზღვარგარეთ გამეღრმავებინა. 

ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმი გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იმ სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებაში, სადაც ყოველდღიურად მისვლა მსიამოვნებს და მიხარია“.