ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტი მაკა კვიციანი

#

„დედაჩემის სამუშაო მაგიდა და მაგიდაზე მიკროსკოპი დამეხმარა, ბავშვობაშივე აღმომეჩინა, რომ, ხილული სამყაროს გარდა, არსებობს უხილავი მიკროსამყაროც. ამ მიკროსამყაროსადმი ინტერესმა ჩემი პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა“, - ამბობს მაკა კვიციანი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალგაზრდა თანამშრომელი.

მაკა აგრარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულია და დღეს უკვე აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში. 


„ინტერესი ხშირად ინტერესად რჩება და ადამიანი მისი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენს. მე გამიმართლა რომ მოვხვდი აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც, თეორულ ცოდნასთან ერთად, მივიღე პრაქტიკული გამოცდილება. ამჟამად კი,  ვმუშაობ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში და აქტიურად ვარ ჩართული სურსათის ხარისხისა და ვარგისიანობის განსაზღვრის პროცესში. ჩვენ ვმუშაობთ წყლის კვლევის ახალი მეთოდის დანერგვაზე, რომელიც სიმარტივითა და სისწრაფით გამოირჩევა. კოლეგების პროფესიონალიზმი ჩემთვის ყოველდღიური მოტივაციის წყაროა. მინდა ჩემ თანატოლებს და ჩემზე უმცროსებს ვურჩიო, არასდროს შეუშინდნენ სირთულეებს, არ შეწყვიტონ განვითარება, მეტად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას“.