ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან (DTRA) პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა

#

საჩუქრების გადაცემის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარგო შილდსი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და დირექტორის მოადგილე ანა გულბანი ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, პანდემიის პი რობებში ახორციელებს. 
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, წლების განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარების მნიშვნელობას. 
„ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისკენ სწრაფვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ გვეხმარება საქართველოს სამრეწველო, ლაბორატორიული პოტენციალის გაძლიერებაში, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში, რათა დროულად გადაილახოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები. 2020 წლის დასაწყისში, საქართველო, როგორც მთელი მსოფლიო, კორონავირუსის გავრცელების შედეგად, დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. მყისიერად იქნა გამოყენებული ამერიკის მთავრობის დახმარებით ქვეყანაში შექმნილი ლაბორატორიული რესურსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია წარმოადგენს მძლავრ რესურსს, რომელიც გამოყენებულია კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მი ნისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.რაიან ჰარკერ ჰარისმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ დროული და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები დადებითად შეაფასა, ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის, ირაკლი გულედანის განცხადებით, აშშ-ისგან მიღებული აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები პანდემიასთან ბრძოლის გარდა, მნიშვნელოვანი დახმარებაა ვეტერინარიის მიმართულებითაც, განსაკუთრებით საშიში დაავადებების დროულად დიაგნოსტირების პროცესში.