ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ენტომოლოგის ლაბორატორიის უფროსი ნინო ბადალაშვილი

#

ქალბატონი ნინო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე 8 წელია მუშაობს და უკვე ენტომოლოგიის ლაბორატორიის უფროსია. 

ქალბატონ ნინოს ბავშვობიდან სურდა გამხდარიყო მცენარეთა დამცველი. 

„ჩემთვის პროფესია არ არის მხოლოდ შემოსავლის წყარო; ის ჩემი ინტერესის სფეროა და საქმე, რომელსაც ვემსახურები და მიყვარს. მავნე ორგანიზმების სახეობრივი იდენტიფიკაცია სიახლეების მუდმივ ძიებას მოითხოვს. ბუნების შეცნობა, განსაკუთრებით კი, მწერებზე მუშაობა, ფაქიზ მოპყრობას, ზუსტ თვალს, მოთმინებასა და ნებისყოფას მოითხოვს”.

„ამჟამად, ქვეყანაში აგრარული მიმართულებით სპეციალისტების ნაკლებობაა. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება, თუ ახალგაზრდები, მათ შორის, ქალბატონები, აირჩევენ პროფესიებს ამ სფეროში და ააღორძინებენ სოფლის მეურნეობის დარგებს.”