ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკური დამუშავების განყოფილების უფროსი მარინა სოსელია

#

ქალბატონი მარინა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე 11 წელია რაც მუშაობს. დღეს ის ლაბორატორიის ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკის დამუშავების განყოფილების უფროსია. 

ქალბატონმა მარინამ წარმატებას მიაღწია არა მხოლოდ ვეტერინარიის სფეროში, არამედ, მიიღო სამედიცინო და პედაგოგიური გამოცდილებაც, აქტიურად იყო დაკავებული სპორტით.

  
„ვიყავი წარჩინებული სტუდენტი და, ამასთანავე, სპორტის ოსტატობის კანდიდატი. დღესაც ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ვასწავლი აგრარულ უნივერსიტეტში.“

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკის დამუშავების განყოფილება საკმაოდ მნიშვნელოვანი რგოლია ლაბორატორიის მუშაობის პროცესში. ჩვენ ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაოდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვაწყდებით სირთულეებსაც, რასაც, ვფიქრობ, კარგად ვართმევთ თავს.“