ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ფუტკრის ნოზემატოზი (N. Ceranae; N. Apis)

მეთაფლე ფუტკრებში აღწერილია ორი მიკროსპორიდიული ფორმის პარაზიტი: Nosema apis (Zander) და N. ceranae.   Nosema apis  წარმოადგენს  ევროპული მეთაფლე ფუტკრის პარაზიტს (Apis mellifera), ხოლო N.ceranae  არის აზრიური და ევროპული ფუტკრის პარაზიტი.  ნოზემოზით ავადდებიან ფუტკრის იმაგო ფორმები (დედა, მუშა და მამალი).

N.ceranae აღმოჩენილია სხვადასხვა გეოგრაფიულ პოპულაციებში, როგორიცაა  ევროპული ფუტკარი, სამხრეთი და ჩრდილოეთ ამერიკული და აზიური ფუტკარი.  N. ceranae -ს პათოლოგია კარგად არ არის ცნობილი.  ორივე სახეობა ძალიან მსგავსია, თუმცა N.ceranae მეტად სენსიტიურია ტემპერატურის მიმართ. N. apis და N.ceranae  იჭრებიან მოზარდი ფუტკრის ეპითელურ უჯრედების ვენტრიკულებში. ინფექციის შეჭრა ხდება კვების ან გრუმინგის დროს.  დაავადების შემთხვევები ხდება მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ფუტკრების მკურნალობა და გავრცელების პრევენცია არაეფექტურია ფუტკრების კოლონიებში.

Nosema apis  წარმოადგენს მცირე, ერთუჯრედიან პარაზიტულ ორგანიზმს. სახეობა მიეკუთვნება მიკროსპოროდიების კლასს, რომლებიც ადრე მიეკუთვნებოდნენ პროტოზოებს, თუმცა ახლა კლასიფიცირდნენ სოკოებად, ან სოკოს მსგავს ორგანიზმებად.  მიკროსპორიდიები არიან უჯრედშიდა პარაზიტები და ისინი აინფიცირებენ ეპითელურ უჯრედებს. N.apis   გააჩნია რეზისტენტული სპორები, რომლებიც უძლებენ ტემპერატურასა და დეჰიტრატაციას. 

Nosema ceranae  პირველად აღმოაჩინეს 2005 წელს. ამ  პარაზიტის არსებობისას ფუტკრები მალე იხოცებიან სკის მახლობლად, ან როდესაც ისინი ტოვებენ ადგილსამყოფელს და ძალიან იშვიათად ბრუნდებიან უკან. ეს იწვევს კოლონიის კოლაფსს. 

ამ ორი სახეობის განსხვავება შეუძლებელია სხვა მეთოდებით, გარდა მოლეკულური მეთოდისა (PCR).

 

ნოზემას ორი ქვესახეობა:

არსებობს ნოზემას 2 განსხვავებული ქვესახეობა, Apis mellifera , რომელსაც გააჩნია გარემოში განსხვავებული გავრცელება, პასუხისმგებელია დაავადების ორ განსხვავებულ ფორმაზე.
Nosema apis;
Nosema ceranae.
ორივე სუბსახეობას გააჩნია მიძინებული საფეხური. 

Nosema apis 
პასუხისმგებელია დაავადების კლასიკურ ფორმაზე, რომელიც დამახასიათებელია ცივ და ტენიან ადგილებში. დაავადების ვიზუალიზაცია მეტად მარტივია გაზაფხულისა და ზამთრის განმავლობაში. ამ პერიოდში ხდება კოლონიის რაოდენობების შემცირება. დაავადება არასდროს ხდება ლარვულ საფეხურზე და იშვიათია დედა ფუტკრებში.
ნოზემას გავრცელების მომატება ფუტკრებში ხდება შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც არის ცივი კლიმატი.  დაავადების გავრცელება ფუტკრებს შორის ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტით, დაბინძურებული საკვებიდან და წყლიდან. 
თაფლის შენახვამ შეიძლება ითამაშოს გარკვეული როლი დაავადების გავრცელებაში. სპორების მნიშვნელოვან რეზერვუარს წრმოადგენს განავალი, თაფლი და ფიჭა.
N.apis სპორები ინაქტივირდებიან ძმარმჟავას მოქმედებისას, ან 60 გრადუსზე გაცხელებით 15 წუთის განმავლობაში. სკის სტერილიზაცია შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში სკის გაცხელებით 49 გრადუსზე. მაგრამ 60 გრადუსზე გაცხელება ვერ კლავს N.ceranae-ს სპორებს. ორივე სახეობას გააჩნიათ მიძინებული საფეხური - დიდხანს ცოცხალი სპორები. 
მზის პირდაპირი სხივები სპორებს კლავენ ნახევარი საათის განმავლობაში.
მრავალ ქვეყანაში გამოიყენება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. 

 

 

ნოზემას სასიცოცხლო ციკლი:

ინფექციის გადაცემის ყველაზე ნაცნობი გზა არის ფეკალურ-ორალური და ორალურ-ორალური, ასევე ნოზემის გადაცემა შესაძლებელია სქესობრივი გზით. 
ორივე პარაზიტი, პირველ რიგში, იჭრება ეპითელურ უჯრედებში, რის შემდეგაც სპორები სწრაფად მრავლდებიან. მას შემდეგ, რაც მწერის შიგნით მოხვდებიან,  ვენტრიკულუსის ეპითელური უჯრედების დაინფიცირება ხდება ვეგეტატიურ სტადიაზე. უჯრედის შიგნით პარაზიტები იწვევენ მასპინძელი უჯრედის რნმ-ის სინთეზის რედუქციას. 
როდესაც ფუტკრის ორგანიზმში მოხვდება Nosema apis ის სპორები, ისინი აღმოცენდებიან 30 წუთის განმავლობაში კუჭში. ორგანიზმები შემდგომ შეაღწევენ კუჭის  უჯრედებში. აქ ისინი აგრძელებენ ზრდას ძალიან სწრაფად, და უჯრედებს იყენებენ საკვებად.
დიდი რაოდენობის სპორების წარმოქმნა ხდება მასპინძლის ორგანიზმში 6-10 დღის განმავლობაში. დაავადების სრული განვითარება  ეპითელიუმში ხდება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. პარაზიტებმა შესაძლოა ასევე შეაღწიონ და დააინფიცირონ მიმდებარე ჯანმრთელი უჯრედები. ეს ხელს უწყობს ინფექციის სწრაფ გავრცელებას.
ნორმალური მონელების პროცესის განმავლობაში მოზარდ ფუტკრებში, კუჭის ჯანმრთელი უჯრედები იშლებიან კუჭის შიგნით. ისინი იხსნებიან და ათავისუფლებენ მომნელებელ ენზიმებს. ინფიცირებული უჯრედები ასევე იღვრებიან ამ მექანიზმით, მაგრამ ისინი ათავისუფლებენ ნოზემას სპორებს და არა მომნელებელ სითხეს. ამ სპორებს შეუძლიათ დააინფიცირონ ჯანმრთელი უჯრედები. მრავალი სპორა ასევე შეიძლება იყოს ფუტკრის ფეკალში. 
მიკროსპოროდიული პარაზიტების ინფექციის მექანიზმი დაფუძნებულია პოლარული ფილამენტის მექანიკურ ინექციაზე, რომელიც გამოდის სპორიდან. ფიზიკური ძალით ფილამენტი შეაღწევს მასპინძლის უჯრედულ მემბრანაში (ვენტრიკულარულ ეპითელურ უჯრედებში N. apis და N. ceranae).  ინფექციური სპოროპლაზმა შედის მასპინძლის უჯრედულ ციტოპლაზმაში, სადაც ხდება პარაზიტის რეპლიკაცია და მოგვიანებით სპორების წარმოქმნა.  
პოსტ-ინფიცირებიდან 3 დღის შემდეგ N.apis მომწიფებული სპორები დიდი რაოდენობით იწყებენ განვითარებას, ხოლო დაახლოებით 1 დღის შემდეგ N.ceranae-ს სპორები. ორივე პარაზიტს აქვს ტემპერატურაზე დამოკიდებული გამრავლების სიჩქარე.  გაზაფხულზე ინფექციის დონე შეიძლება გაიზარდოს, რადგან ფუტკრები იწყებენ სკის გასუფთავებას, რადგან დედოფალი იწყებს კვერცხის დებას და ფუტკრების გაფართოებული რაოდენობა ზრდის ტემპერატურას, სადაც ხდება პარაზიტების რეპლიკაცია და საბოლოოდ, იქმნება N. apis -თვის ოპტიმალური ტემპერატურა.  N. ceranae  უკეთესად იზრდება უფრო მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე N. apis. 

 

 

შემთხვევები და გავრცელება:

ინფექცია ჩვეუულებრივად არ ვრცელდება ინფიცირებული ფუტკრების შთამომავლობაში. ამის ნაცვლად, ახალგაზრდა ფუტკრები ინფიცირდებიან როდესაც ორალური გზით იღებენ სპორებს სკის  დასუფთავებისას. 
ზაფხულის განმავლობაში, ამ სპორებმა შეიძლება ნოზემას აფეთქება გამოიწვიოს.  წლის ამ დროს ფუტკრის დანაკარგი შეიძლება იყოს ძალიან დიდი.
ზამთრის დანაკარგი ასევე შეიძლება იყოს მძიმე, რადგან ცუდი ამინდის გამო ინფიცირებული ფუტკრები დეფეკაციას ახდენენ სკაში.
შემოდგომაზე დაავადების აფეთქება შეიძლება დაიწყოს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში, როდესაც ტემპერატურა არის მაღალი.  

 

 

პათოგენეზი:

N.apis  სპორების მოძებნა ხდება ფეკალში, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით  მოხვდა  მოზარდი ფუტკრის ორგანიზმში და განვითარდა საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩამოშლა. სპორების გამოძევება ხდება ფეკალით, ამ გზით ხდება სხვა ფუტკრების დაინფიცირება.
მიკროსპორადიუმები ხვდებიან ასევე საკვებ ჯირკვლებში. ამ დროს ფუტკარი წყვეტს კვებავს რაც ხელს უშლის კოლონიის განახლებას.

 

 

სიმპტომები:

მომნელებელი ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა დიარეა;
ფუტკრები ვეღარ ახორციელებენ სამეფო თაფლის წარმოებას;
ხდება ფუტკრების აქტივობის შემცირება;
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება დედოფლის დასნებოვნება, კვრცხის დება მცირდება. 
პირველად ხდება ნელი დეპოპულაცია, ხდება მუშაობის შემცირება, როდესაც იზრდება ფუტკრების მოუსვენრობა;
ზოგიერთ ფუტკარს არ შეუძლია დიდხანს ფრენა, ისინი სეირნობენ ფრთებგაშლილ ფორმაში, პარალიზებულები არიან, მაშინ როცა სხვა ფუტკრები იკრიბებიან მცირე ჯგუფებში;
საბოლოოდ, ფუტკრის სიკვიდილის დროს, ფუტკარს მუცელი გადიდებული აქვს, ხოლო ფეხები უკან აქვთ მკერდთან.
დიაგნოზის დასმა:
დაავადების საწყის სტადიაზე დიაგნოზის დასმა მარტივი არ არის. ერთადერთი საეჭვო ნიშანი არის თხევადი ექსკრემენტი.

ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარდეს საველე ტესტი, რომლის საშუალებთაც მოხდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ტერმინალური ნაწილის ფერის დადეგნა: ჯანმრთელ ფუტკრებს აქვთ მოწითალო ფერის განავალი, მაშინ როდესაც, ავადმყოფ ფუტკრებს აქვთ რძისფერი - თეთრი განავალი.

დამახასიათებელი ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც დაავადება მიაღწევს გარკვეულ სიმძიმეს. 

ლაბორატორიული ტესტის ჩატარება შეიძლება მიკროსკოპით, რა დროსაც ხდება დაკვირვება სპორებზე, რომლებიც იმყოფებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში , ან ფეკალში, თუმცა კვლევის ამ მეთოდით არ ხდება ნოზემას ფორმების განსხვავება.
ამ ორი სახეობის განსხვავება შეუძლებელია სხვა მეთოდებით, გარდა მოლეკულური მეთოდისა (PCR).

 

ტრანსმისია:

ტრანსმისია ხდება ძირითადად ფეკალ-ორალური გზით. N.apis შეუძლია სწრაფი გავრცელება დაავადებული ფუტკრიდან ფეკალის გამოყოფის გზით. დაავადების გავრცელებას ფუტკრიდან ფუტკარში შესაძლოა ხელი შეუწყოს მეფუტკრემ. 
დაავადებაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ბევრმა კლიმატურმა ფაქტორმა:
ცუდი ამინდი ზრდის ფუტკრის დაავადების რისკს, რადგან ფუტკრები იმყოფებიან სკაში;
ასევე, სეზონმა შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების გავრცელებას. ხანგრძლივი, ცივი ზამთრის განმავლობაში, წვიმიანი გაზაფხულის დროს ,ფუტკარმა შეიძლება ვერ მოიპოვოს მტვერი და ნექტარი;
სხვა სახის დაავადების არსებობა (ამებიოზი ან ვირუსები) ამძაფრებს ნოზემას სიმპტომებს.
ინფექციის განვითარება დამოკიდებულია როგორც კოლონიის ზომაზე, ასევე ამინდზე და წელიწადის დროებზე.
ფეკალის წვეთში N. apis სპორები სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ 1 წელზე მეტ ხანს.  სპორები სიცოცხლისუნარიანები შეიძლება დარჩნენე 4 თვის შემდეგაც, რაც მოხვდებიან თაფლში და 4.5 წლის განმავლობაში,  ინფიცირებული ფუტკრების სკაში. 

 

 

დაავადების კონტროლი:

ინფექციის პრევენციისათვის აუცილებელია კარგი პრაქტიკული მენეჯმენტი და განსაკუთრებული ზრუნვა, როდესაც ხდება ადგილმდებარეობის შერჩევა (არატენიანი, არაგამოხატული ცივი ამინდები) და სკის სწორი ორიენტირება (უმჯობესია მზიან, კარგად ვენტილირებულ ტერიტორიაზე);
აუცილებელია ზამთრისათვის მომზადება (მოხდეს კარგი ხარისხის საკვების მიცემა, თუ ეს საჭიროა. ასევე, უმჯობესია მოხდეს დამუშავება ვაროების (ტკიპების) წინააღმდეგ);
საჭიროა მოხდეს მცენარეების დამარაგება, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობით მტვერი, რათა მოხდეს საკვების ცილებით უზრუნველყოფა გვიან ზაფხულში და შემოდგომით;
ცივ კლიმატში შეინარჩუნეთ სკაში სითბო, ზამთრის განმავლობაში, სანამ არ დადგება გვიანი გაზაფხული;
შეარჩიეთ შესაბამისი შთამომავლობა კოლონიის პოპულაციისათვის;
„შეაწუხეთ“ ფუტკრები შეძლებისდაგვარად ზამთრის განმავლობაში.

 

როდესაც ხდება N.apis შემთხვევები, პროგნოზი არის სერიოზული, რადგან მისი დასაწყისი თითქმის ყოველთვის შეუმჩნეველია და სიმპტომების გამოვლენა  ხდება მოწინავე სტადიაზე.  მთავარია, დაავადებულ კოლონიაში მოხდეს მეფუტკრის ჩარევა და დაავადებულმა ფუტკარმა არ გააგრძელოს მუშაობა. 
თუ დაავადების გავრცელება მოხდება მასიურად, განსაკუთრებით სუსტ ოჯახებში, ფუტკარი უნდა განადგურდეს.  გარემოს აღდგენა შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც მოხდება ფუტკრების განადგურება. უნდა მოხდეს სკის სტერილიზაცია (მდუაღარე წყალი, 6%-იანი სოდა და ლურჯი ალი) და უნდა მოხდეს ფიჭას განადგურება.  ინფიცირებული თაფლის გამოყენება არ შეიძლება სხვა ფუტკრების საკვებად, რათა თავიდან ავირიდოთ მათი დაავადება. 
იმ შემთხვევაში, თუ ფუტკრების ინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, გადაიყვანეთ ისინი გამოხატულ მზიან გარემოში (არაქარიან და ცივ ადგილას), სადაც ექნებათ სუფთა სკა და ფიჭა, უნდა მოხდეს რეინფიცირების შესაძლებლობის შემცირება. აუცილებელია ფუტკრების სათანადო კვებით უზრუნველყოფა. 

თაფლის გამოყენება შესაძლებელია ადამიანებისთვის საკვებად. 
სკის განადგურებისთვის და შემდგომი დაბინძურების თავიდან ასარიდებლად მიწაში უნდა გაკეთდეს ღრმა ორმო და იქ უნდა დაიწვას სკა, ფიჭასთან ერთად. შემდგომ კი უნდა მოხდეს ორმოს სათანადოდ დალუქვა.


 

 

ავტორი:

თამარ ბაისონაშვილი

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი