ცოფი ადამინებში დაავადება და მისი პრევენცია
რა არის ცოფი?
ცოფი ზოონოზური წარმოშობის ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს სიკვდილს. ყველა თბილსისხლიანი ცხოველი, განსაკუთრებით მგელი, მელა, ძაღლი, კატა და სხვა შეიძლება დაინფიცირდეს ცოფით და გადაიტანოს ეს დაავადება. დაავადება გადაეცემა დაინფიცირებული ცხოველებიდან ადამიანებს ნაკბენით, ნაკაწრით და ნერწყვის ზემოქმედებით.
ცოფით დაავადებას იწვევს ცოფის ვირუსით დაინფიცირება. ვირუსი ძირითადად გვხვდება თავის ტვინის ნერვებში, ზურგის ტვინში და ნერწყვში. დაავადება შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ადამიანს უკბენს ცოფიანი ცხოველი ან მათი ნერწყვი მოხვდება გაკაწრულ ან დაზიანებულ ადგილზე, რომელიც აღინიშნება ადამიანის კანზე, ან ლორწოვანი გარსების გავლით.
სიმპტომების გამოჩენის შემდეგ დაავადება იწვევს 100% ფატალურ შედეგს.
რომელი ცხოველეიდან გადაედება ცოფი ადამიანს?
მრავალი სახეობის ცხოველი შეიძლება დაინფიცირდეს ცოფით. ძირითადად, გარეული ცხოველები, მგელი, მელა, ისევე, როგორც შინაური ცხოველები, მათ შორის ძაღლი, კატა და პირუტყვი, რაც საფრთხეს ქმნის ადამიანების ინფიცირების თვალსაზრისით.
როგორ ხდება ადამიანების ცოფით ინფიცირება?
ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ ცოფით შემდეგი გზებით:
• ინფიცირებული ცხოველის ნაკბენით;
• ინფიცირებული ცხოველის ნაკაწრით;
• ნაკაწრის / ჭრილობის ან ლორწოვანი გარსის ინფიცირებული ცხოველის ნერწყვით დაბინძურებით.
როგორ უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებების ქმედებები ცხოველის მიერ კბენის, გაკაწვრის ან ნერწყვით კონტაქტის შემთხვევაში?
1. პირველი დახმარების დაუყოვნებლივ აღმოჩენა მსხვერპლისთვის რაიმე ცხოველის მიერ კბენის, ნაკაწრის ან ნერწყვთან კონტაქის შემთხვევაში. ეს მოიცავს ჭრილობის დაუყოვნებლივ და საგულდაგულო დაბანას და შემდეგ ანტისეპტიკის გამოყენებას.
2. ზემოქმედების დონის და სათანადო მკურნალობის განსაზღვრას ჯანმო-ს სახლმძღვანელო პრინციპებზე დაფუძნებით, ცოფის ზემოქმედების შემდგომი პროფილაქტიკისთვის:
ზემოქმედების დონე:
I კატეგორია - ცხოველების შეხება ან კვება, გალოკვა ან ნერწყვის კონტაქტი კანთან;
II კატეგორია - კბილების ნაზად მოჭერა ღია კანზე, უმნიშვნელო ნაკაწრები ან ნაჭდევები სისხლდების გარეშე;
III კატეგორია - ერთჯერადი ან მრავალჯერადი ტრანსდერმული ნაკბენები ან ნაკაწრები; დაზიანეული კანის გალოკვა; ლორწოვანი გარსის ნერწყვით დაბინძურება გალოკვის შედეგად; კონტაქტები ღამურებთან.
მკურნალობა:
I კატეგორია - არ არის;
II კატეგორია - დაუყოვნებლი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ჭრილობის ადგილობრივი მკურნალობა;
III კატეგორია - დაუყოვნებლივ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რაბიული იმუნოგლობულინის შეყვანა; ჭრილობის ადგილობრივი მკურნალობა.
მკურნალობა:
I კატეგორია - არ არის;
II კატეგორია - დაუყოვნებლი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ჭრილობის ადგილობრივი მკურნალობა;
III კატეგორია - დაუყოვნებლივ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რაბიული იმუნოგლობულინის შეყვანა; ჭრილობის ადგილობრივი მკურნალობა.
3. თუ ზემოქმედების დონე არის II ან III კატეგორიის, გააგზავნეთ პაციენტი გადაუდებელი მკურნალობის მისაღებად ცოფის საწინააღმდეგო უახლოეს დაწესებულებაში. სახეზე ან თავზე ნაკბენები საჭიროებს თერაპიის გადაუდებელ დაწყებას ცოფის თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან ვირუსის ინკუბაციური პერიოდი შეიძლება ნაკლები იყოს ამ უბენბზე კბენისას.
4. მიაწოდეთ ადგილობრივ ჰიგიენურ ან ეპიდემიოლოგიურ ცენტრს შემდეგი მონაცემები:
ა. სასწრაფო შეტყობინების ფურცელი თითოეული შემთხვევის შესახებ;
ბ. მსხვეროლთა შესახებ, რომლებსაც არ მიუღიათ ვაქცინაციის სრული კურსი;
გ. როდესაც ადგილი აქვს გართულებებს ვაქცინაციის ან ანტირაბიული იმუნოგლობულინის ინექციის შედეგად.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ჰიგიენურ და ეპიდემიოლოგიურ ცენტრში მიიღებენ სასწრაფო შეტყობინებას, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კბენის შესახებ ვეტერინარიულ სამსახურს. 10-დღიანი კარანტინი უნდა განცხორციელდეს ცნობილ ცხოველზე ვეტერინარის მიერ.
ქვემოთ მოყვანილია ცოფის სიმპტომები:
• ჰიდროფობია და აეროგობია (წყლისა და ჰაერის შიშის სიმპტომები);
• ფსიქონევროლოგიური სიმპტომები;
• ყლაპვის გაძნელება;
• ჰალუცინაციები;
• მაღალი ცხელება;
• ტკივილი ნაკბენის ადგილზე;
• ჰიპერსალივაცია (გაზრდილი ნერწყვდენა)
ინკუბაციის პერიოდი დაავადების განვითარებამდე შეიძლება მერყეობდეს 12 დღიდან 3 თვემდე ადამიანის ამ ვირუსით დაინფიცირეის შემდეგ; იშვიათ შემთხვევებში საინკუბაციო პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს წელიწადი ან მეტი.
ცოფი როგორც წესი არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე იშვიათი გამონაკლისის გარდა - ეს შეიძლება მოხდეს ბიოუსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში!
შესაძლებელია თუ არა ცოფით დაავადების მკურნალობა?
ცოფით დაავადება არ იკურნება. ადამიანი, რომელსაც ცოფის სიმპტომები აქვს, 100% ალბათობით გარდაიცვლება.
ამიტომ, არ შეეხოთ ცხოველების ლეშს და მაწანწალა ცხოველებს!
ცოფის პრევენცია შესაძლებელია დროული და სათანადო მოვლით ზემოქმედების შემდეგ!
როგორ შეგვიძლია ცოფისგან თავის დაცვა?
ჭრილობის დაუყოვნებლივ დაბანა / გამორეცხვა და დეზინფექცია, პლუს სუფთა იმუნოგლობულინის და ვაქცინის სწრაფი შეყვანა ჯანმო-ს გაიდლაინების შესაბამისად უზრუნველყოფს ცოფის პრევენციას თითქმის ყველა ვითარებაში.
საგულდაგულოდ დაბანეთ საპნით ცხოველის მიერ დაკბენილი, დაკაწრული ან მის ნერწყვთან კონტაქტის მქონე ან ცხოველთა ლეშის გაკვეთის ან დამუშავების დროს დაზიანებული ადამიანების ჭრილობების და ნაკაწრების ადგილები; წაუსვით იოდის ნაყენი ჭრილობის კიდეებზე და დაადეთ სტერილური დოლბანდი.
ცოფისგან დაცვის ერთერთი გზა არის ანტირაბიული ვაქცინის და იმუნოგლობულინის დროული ინექცია!
ავტორი:
ნანული ხაიაური
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ცოფის ლაბორატორიის უფროსი