ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა თანამედროვე მიკრობიოლოგიური ანალიზატორი შეიძინა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის კვლევითი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ლაბორატორიამ მაღალტექნოლოგიური მიკრობიოლოგიური ანალიზატორი - VITEK COMPACT PRO შეიძინა.
აპარატი განკუთვნილია ბაქტერიების სახეობრივი იდენტიფიკაციისა და ანტიმიკრობული მგრძნობელობის განსაზღვრისთვის. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარების ხანგრძლივობას, პარალელურად კი, განსაზღვრავს ანტიმიკრობულ მგრძნობელობას.
ახალი აპარატის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, თურქი სპეციალისტი ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებს პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიის სრულფასოვან დანერგვას.
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კვლევითი შესაძლებლობების განვითარებისა და ლაბორატორიული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.















