ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ვეტერინარიის სტუდენტები ეწვივნენ

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და ევროპის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის მიმართულების სტუდენტები ლაბორატორიას ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის საქმიანობასა და ლაბორატორიული კვლევების სპეციფიკას. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე დაკვირვებოდნენ კვლევის პროცესს და გაცნობოდნენ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე ლაბორატორიულ მიდგომებს.

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და მომავალი ვეტერინარი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტებს, პრაქტიკული ცოდნა მიიღონ ლაბორატორიაში და შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ პროფესიულ გარემოს.