სოფლის მეურეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ ყოველწლიური შეფასება და აკრედიტაციის სფეროს გაფართოების აუდიტი წარმატებით გაიარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა. ამასთან, ლაბორატორიამ აკრედიტაციის სფერო გააფართოვა. შეფასება აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა „სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018“ სტანდარტთან, ხარისხის მენეჯმენტის სისტემა და ლაბორატორიული შესაძლებლობები.
აღნიშნული შეფასების შედეგად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო გაფართოვდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კვლევითი შესაძლებლობების განვითარების, თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ლაბორატორიული კვლევების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 13 ლაბორატორიას მოიცავს, სადაც შესაძლებელია ცხოველთა დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა, ასევე სურსათისა და სასმელი წყლის კვლევა. ლაბორატორია განაგრძობს მუშაობას საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მაღალი ხარისხის ლაბორატორიული კვლევების უზრუნველყოფის მიზნით.















