ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სკოლის მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვივნენ

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიის საქმიანობას, ძირითად მიმართულებებსა და ლაბორატორიული კვლევების პროცესს.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ლაბორატორიული გარემო და მიეღოთ ინფორმაცია მცენარეთა და ცხოველთა დაავადებებების, ასევე სურსათის კვლევების შესახებ.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად მასპინძლობს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის ზრდას, ასევე ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.