ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი რეგიონული ლაბორატორიების უფროსებს შეხვდა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ რეგიონული ლაბორატორიების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დირექტორმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე, ირაკლი გელაშვილი წარუდგინა, რომელიც რეგიონულ ლაბორატორიებს გაუწევს კოორდინაციას.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა რეგიონული ლაბორატორიების საქმიანობის, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ლაბორატორიებში სამუშაო პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვაზე.

ახალი მოადგილის ჩართულობა ხელს შეუწყობს რეგიონული ლაბორატორიების საქმიანობის უკეთ კოორდინაციას და მათი საჭიროებების დროულად იდენტიფიცირებას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 13 ლაბორატორიას აერთიანებს და სურსათის, ცხოველთა დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებს ახორციელებს.