ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ლევან ჯღარკავამ დუშეთის ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ლევან ჯღარკავა დუშეთის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურასა და სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს ლაბორატორიის ახალი უფროსი, ვლადიმერ ბარათაშვილი წარუდგინა.

თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე ლაბორატორიის საქმიანობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში ლაბორატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და არსებული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებები განიხილეს.

რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, რომ ადგილობრივ დონეზე ლაბორატორიული მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს და რეგიონულ ლაბორატორიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ხარისხიანად და დროულად მოემსახურონ ფერმერებს. დუშეთის ლაბორატორიის განვითარებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

დუშეთის ლაბორატორია რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს შესაბამის ლაბორატორიულ მომსახურებას სთავაზობს. რეგიონული ქსელის გაძლიერება ლაბორატორიული კვლევების ადგილზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი საქართველოს მასშტაბით 13 რეგიონულ ლაბორატორიას აერთიანებს. ქსელის ფარგლებში ხორციელდება ცხოველთა დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა, ასევე სურსათისა და წყლის ლაბორატორიული კვლევები.