ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ახალი კვლევა დაინერგა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რინოტრაქეიტის დიაგნოსტიკის ახალი კვლევა დანერგა.

ახალი კვლევითი შესაძლებლობა კიდევ უფრო აძლიერებს ცხოველთა დაავადებების დროული და ზუსტი დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებების გავრცელების პრევენციას.

თანამედროვე კვლევითი მეთოდების დანერგვა ლაბორატორიის დიაგნოსტიკური შესაძლებლობების მუდმივი განვითარებისა და ვეტერინარული სფეროს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილია.