ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ჩეხი ექსპერტები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვივნენ

#

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ორგანიზებით, პრაღის სახელმწიფო ვეტერინარული ინსტიტუტის ექსპერტები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ლაბორატორიის ხარისხის მართვის სისტემის, აკრედიტაციის პროცესისა და ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფისა და ლაბორატორიული საქმიანობის შემდგომი განვითარების მიმართულებებზე.

ჩეხმა ექსპერტებმა ლაბორატორიის სპეციალისტებს ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის ფუნქციონირების საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები გაუწიეს იმ მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესახებ, რომლებიც ლაბორატორიის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის სტატუსით ფუნქციონირებს. აღნიშნული სტატუსი ითვალისწინებს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას, თანამედროვე ლაბორატორიული პრაქტიკის დანერგვასა და პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.

მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ინსტიტუციური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებას.