სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა მარინა ღვინჯილიამ და ამავე დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ეთო დერევიანჩენკომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 2025-2026-II“ გაიმარჯვეს.
საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, ლაბორატორიის თანამშრომლები ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში, ქიმიური და ვეტერინარული კვლევების ლაბორატორიაში - Chemisches- und Veterinäruntersuchungsamt Stuttgart (CVUA Stuttgart).
ვიზიტის ფარგლებში, მათ წარმატებით გაიარეს პროფესიული სწავლება პესტიციდების ნარჩენების ანალიზისა და ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდების მიმართულებით, EU-AQC სტანდარტების შესაბამისად. მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ლაბორატორიის კვლევით შესაძლებლობებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
აღნიშნული საგრანტო კონკურსი მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარების, თანამედროვე ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყნის სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.















