ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას სკოლის მოსწავლეები გაეცნენ

#

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ესტუმრნენ მოსწავლეები, რომლებმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ - გაიმარჯვეს.

ახალგაზრდებმა ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტები დაათვალიერეს. ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს დეპარტამენტების ფუნქციები და სამუშაო პროცესი გააცნეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია რეგულარულად მართავს საგანმანათლებლო ტიპის შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლაბორატორიული და სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაზრდას.