სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ამერიკელ მიკრობიოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
კონფერენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს გამოყენებითი მეცნიერების მიმართულების თემებზე: ინფექციური დაავადებების ევოლუცია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ბიომრავალფეროვნება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას კვლევების მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზში.
ასევე, განხილულ იყო ფრინველის გრიპი, ღორის ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები, ვექტორებით გავრცელებული ინფექციები, AI-ის როლი ვაქცინების კომპიუტერული ალგორითმების შემუშავებაში, რესპირატორული ვირუსები კოვიდის შემდგომ პერიოდში, რნმ ვაქცინების განვითარებაზე სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ, არბოვირუსები და ცოფის საფრთხეები აშშ-ში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე სამეცნიერო კვლევების შედეგები და მიღწევები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სფეროს განვითარებას და ცოდნის გაზიარებას.
გაიმართა საქმიანი შეხვედრები პროექტის კოლაბორატორებთან, ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფებთან, ASM-ის პრეზიდენტთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები მნიშვნელოვნად აძლიერებს პროფესიულ კავშირებს, ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას.
საერთაშორისო კონფერენციას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე დავით ფარქოსაძე, ხარისხის ოფიცერი თეა ენუქიძე და ვირუსოლოგიისა და სეროლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ნინო ვეფხვაძე.