სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტებმა თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსს გაიარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვეტერინარიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
სწავლება კურსი მოიცავდა ლაბორატორიაში მუშაობის სტანდარტებს, ბიოუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხებს.
თეორიული მეცადინეობის პარალელურად, სტუდენტები ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში პრაქტიკული კურსი გაიარეს. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას და ლაბორატორიაში არსებულ კვლევებს გასცნობოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ.