ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ლაბორატორიათშორისი ტესტირება წარმატებით გაიარეს.

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ენტომოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიების სპეციალისტების საკვალიფიკაციო ტესტირება მცენარეთა პარაზიტული ცისტიანი ნემატოდების (Heterodera, Globodera და Punctudera) გვარში შემავალ სახეობების იდენტიფიკაციას ეხებოდა.

ტესტირების პანელი მომზადდა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადმოიგზავნა  ჩეხეთის  სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის(UKZUZ) მიერ.

საგამოცდო პანელი ენტომოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიების სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და 100% შეფასება დაიმსახურეს.

ტესტირებამ დაამტკიცა, რომ მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტები ახორციელებენ როგორც მორფოლოგიურ-მორფომეტრული, ასევე, PCR მეთოდებით მცენარეთა პარაზიტული ნემატოდის სახეობრივ ზუსტ იდენტიფიკაციას. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებსა და სწავლებებს.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs