ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ქ. აბუ-დაბის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის ორგანიზაციაში (ADAFSA) გამართულ საერთაშორისო შეხვედრას გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიის უფროსი დაესწრო.

#

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის გლობალური კვლევისა და ექსპერტიზის ქსელის (PPR-GREN) რიგით მეშვიდე შეხვედრაზე განხილული იყო წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის (PPR) კონტროლის სტრატეგიები და  მომავალი ინიციატივები, რომლებიც მხარს უჭერენ მდგრად განვითარებას და გლობალური პირუტყვის დაცვას.

შეხვედრის ფარგლებში, გენეტიკური ლაბორატორიის უფროსმა თინათინ ელბაქიძემ ზეპირი მოხსენების სახით წარადგინა თემა „წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის ვირუსის  (PPRV) ეპიდემიოლოგია საქართველოში“.

საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს PPR-თან დაკავშირებული უახლეს სამეცნიერო და ცოდნაზე დაფუძნებული მიღწევები ეპიდემიოლოგიის, ზედამხედველობისა და დიაგნოსტიკის კუთხით; ასევე, ვაქცინაციის პროგრამები და პირუტყვის დაავადებების ერადიკაციის სტრატეგიების ინტეგრაციის შესაძლებლობები. წარმოდგენილი იყო ისეთი სიახლეები, როგორიცაა თერმორეზისტენტული ვაქცინები და მოწინავე დიაგნოსტიკური ტექნიკა, რაც ხელს შეუწყობს დაავადების აღმოფხვრის გლობალურ ძალისხმევას.

ღონისძიებას, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ეგიდით გაიმართა,  ოცდაათზე მეტი ქვეყნიდან ოთხმოცზე მეტმა ექსპერტმა, მკვლევარმა და ოფიციალურმა პირმა მიიღო მონაწილეობა.