სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
სურსათის კვლევის დეპარტამენტში მიმდინარე კვლევებს მწვანე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები გაეცნენ.
მოსწავლეები უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიებში სამუშაო პროცესს დაესწრნენ და სპეციალისტებისგან სურსათის კვლევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრის დროს, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სურსათის კვლევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თანამშრომლობს როგორც უმაღლეს, ასევე საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ლაბორატორიის ქსელში კი აქტიურად იმართება ღია კარის დღეები.