ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა.

საკვალიფიკაციო ტესტირება პარკოსნების ბაქტერიული დაავადებების გამომწვევის Curtobacterium flaccumfaciens pv. Flaccumfaciens იდენტიფიკაციას ეხებოდა. 

ტესტირებამ დაამტკიცა, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შესაძლებელია კლასიკური ბაქტერიოლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებით პარკოსნების ბაქტერიული დაავადებების გამომწვევის ზუსტი იდენტიფიკაცია. 

ტესტირების ფარგლებში, ლაბორატორიამ მიიღო საგამოცდო პანელი, რომელიც გამოიკვლიეს ფიტოპათოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა და დაიმსახურეს 100% შეფასება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებსა და სწავლებებს. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs