ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

შეხვედრა პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან

#

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და კახა კაკაბაძემ პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პლასტიკის დეგრადაციის ხარისხის და პლასტიკის მასალებში მეტალების განმსაზღვრელი კვლევების ჩატარება უკვე შესაძლებელია. სახელმწიფოს მხარდაჭერით, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია,  სადაც კვლევები აკრედიტებული მეთოდებით ხორციელდება.
სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს აპრილიდან დაიწყებს.