სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა
ლაბორატორიის ქსელმა, ყოველწლიური შეფასება აკრედიტაციის სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით წარმატებით გაიარა.
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს შეფასებით, ლაბორატორიის ქსელი აკმაყოფილებს სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის სტანდარტის მოთხოვნებს.
ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოცდის მეთოდების დანერგვა და შემდგომ აკრედიტაცია.
2024 წელს ლაბორატორიამ დანერგა ახალი გამოცდის მეთოდები და გააფართოვა აკრედიტაციის სფერო:
• სურსათის კვლევის მიმართულებით;
• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით;
• მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით;
• პოლიმერების ტესტირების მიმართულებით.
ლაბორატორიის ქსელში შემავალმა ცამეტივე ლაბორატორიამ (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, გურჯაანი, მარნეული, დუშეთი, გორი, ამბროლაური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, საჩხერე, მესტია) დაადასტურა ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან.
ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, გულისხმობს, რომ ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი და ობიექტური.
აკრედიტაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/Certificates