ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში პროექტი სახელწოდებით „თურქულის დაავადების (FMD) კომპლექსური ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტროლი სომხეთსა და საქართველოში“ ფარგლებში სწავლება ჩატარდა.

#

ვირუსოლოგია სეროლოგიის ლაბორატორიის (მოლეკულური ბიოლოგიის) და გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიის სპეციალისტებმა პრაქტიკული და თეორიული სწავლება გაიარეს.

ტრენინგის მიმდინარეობისას წარდგენილი იქნა პრეზენტაციები სეკვენირების ტექნოლოგიების განვითარების ისტორიის და სხვადასხვა პლატფორმების შესახებ. დამსწრეებმა განიხილეს, სწავლების დროს გამოყენებული მეთოდები, ამასთანავე შესრულდა პრაქტიკული სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ სწავლების ფარგლებში განხორციელდა ნიმუშების სეკვენირება ახალი თაობის სეკვენსის (NGS)  პლატფორმის გამოყენებით.

გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიაში კი, განხილულ იქნა სეკვენირების მეთოდი  ნიმუშების მომზადებიდან - აპარატი ილუმინა MiSeq წაკითხვამდე, რაც მოიცავს მრავალ საფეხურს სეკვენირებისათვის: ფრაგმენტების ზომის განსაზღვრა, რნმ ბიბლიოთეკის/ლაიბრერის მომზადება, ნიმუშების კონცენტრაციების განსაზღვრა, ადაპტერების ლიგაცია, ინდექსების ლიგაცია, ლაიბერის ვალიდაცია, თანმიმდევრობის და  მონაცემების წაკითხვა.

ლაბორატორიაში გამართულ სწავლებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), სომხეთის სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების და ანალიზის სამეცნიერო ცენტრისა (CJSC) და