ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

#

მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა საკვალიფიკაციო ტესტირება სასმელ და მინერალურ წყალში E-coli ბაქტერიის განსაზღვრის შესახებ გაიარეს.
საკვალიფიკაციო ტესტირების ფარგლებში, ლაბორატორიამ მიიღო საგამოცდო პანელი, რომელიც გამოიკვლიეს მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა და დაიმსახურეს 100% შეფასება, რაც ადასტურებს, რომ ლაბორატორიას აღნიშნული ბაქტერიის ზუსტი იდენტიფიკაცია შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ E-coli საქართველოში წყალში ყველაზე მეტად გავრცელებული ბაქტერიაა; გამომდინარე აქედან, აუცილებელია მისი კვლევა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კი E.coli და კოლიფორმული ბაქტერიების დიაგნოსტიკა საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებში. 
სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებსა და სწავლებებს. 
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs