ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს

#

ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა, ლაბორატორიაში არსებული დიაგნოსტიკის მეთოდებთან და სიახლეებთან ერთად, აკვაკულტურის მიმართულებით ქუთაისის ლაბორატორიის შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„ქუთაისის ლაბორატორია წარმოადგეს დასავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ლაბორატორიას, ვინაიდან დიაგნოსტიკა უახლესი კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დანერგა მეთევზე ფერმერებისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიული კვლევა. დღეისათვის დღის წესრიგში დადგა თევზის დაავადებების მიმართულებით კვლევების რეგიონულ დონეზე დანერგვა, რათა ხელი შეეწყოს დროულ და ხარისხიან დიაგნოსტიკას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა და ქუთაისის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.