ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გადიან

#

შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, ხუთი სტუდენტი სტაჟირებას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში, ასევე, ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკური დამუშავების განყოფილებაში გადის.

სტაჟიორები მომავალი ოთხი თვის განმავლობაში პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან და აქტიურად ჩაერთვებიან ლაბორატორიის სამუშაო პროცესში.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; წლების განმავლობაში მიმდინარეობს სტუდენტების ლაბორატორიის პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვა შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2024 წლის სექტემბრიდან, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები სახელმწიფო დაწესებულებებში ოთხთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი  სტუდენტის აკადემიური მოსწრებაა.