ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ვაშინგტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი გაიმართა

#

გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიის სპეციალისტებმა პრაქტიკული და თეორიული სწავლება გაიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი ექსპერტებმა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის, ერთ კვირიანი ტრენინგი ჩაატარეს, NSG (Next Gen Sequence) ახალი თაობის სექვენირებაზე, ილუმინა მაისეკის პლატფორმის გამოყენებით. 

ტრენინგი გაგრძელდა, მიღებული შედეგების ბიოინფორმატიკული ანალიზით სხვადასხვა ბიოინფორმატიკული პროგრამების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ სწავლების შედეგად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მოხდება ახალი გენეტიკური მეთოდების დანერგვა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სხვადასხვა ინფექციური და არაინფექციური პათოგენების შესწავლას გენეტიკურ დონეზე, მათი გენეტიკური მრავალფეროვნების დადგენასა და უახლესი ლაბორატორიული კვლევების დანერგვას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.