ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ორგანიზებით საერთაშორისო დონის სწავლება ჩატარდა

#

ვეტერინარული ენტომოლოგიის მიმართულების სწავლებას უძღვებოდნენ თურქი ექსპერტები, რომლებმაც თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაატარეს.

დამსწრეებმა განიხილეს ვეტერინარული ენტომოლოგიის მიმართულების საკითხები: დაავადებების გადამტანი კულიკოიდების, კოღოებისა და ტკიპების სადიაგნოსტიკო ნიმუშების შეგროვების, იდენტიფიკაციისა და მათთან ბრძოლის საშუალებები.

სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ საკითხებს, ასევე პრაქტიკულ და საველე აქტივობებს. სწავლების მონაწილეები გაეცნენ კულიკოიდების, კოღოებისა და ტკიპების ტაქსონომიას, მახასიათებლებსა და გამოჭერის ხერხებს; სპეციალური ხაფანგებისა და აღჭურვილობის საშუალებით შეაგროვეს შესაბამისი მწერები და მოსამზადებელი პროცედურების შემდეგ მოახდინეს მათი იდენტიფიკაცია. 

სწავლებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სომხეთის სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასებისა და ანალიზის სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე მუშაობას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.