სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა თურქეთის ქალაქ სტამბოლსა და იზმირში. ძირითადი სამუშაო თემა ქვეყნისთვის აქტუალური ვექტორით გადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება იყო.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი პანდინგისა და ბორონოვის სახელმწიფო უწყებები, გაეცნენ მათ სამუშაო პროცესს და განიხილეს განსაკუთრებულად საშიში დაავადებების დიაგნოსტიკისა და პრევენციის საკითხები.
გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო სტრუქტურების სამომავლო თანამშრომლობის საკითხსაც.
თურქეთში გამართულ შეხვედრებს თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.