ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი, ირაკლი გულედანი, ბათუმის თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო.

#

ფესტივალში ლაბორატორიის მონაწილეობის მიზანი უვნებელი პროდუქტის პოპულარიზაციაა.

სტუმრებს საშუალება მიეცათ ლაბორატორიის სტენდთან მიეღოთ ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ და გასცნობოდნენ თუ რა შემოწმებას გადის პროდუქტი რეალიზაციამდე.

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში დარგის პოპულარიზაციას, მეთევზეობისა და აკვაკულტურის განვითარებას. 

ღონისძიების მონაწილეებს  საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ, აღნიშნული მასალა დაინტერესებულ პირებს დაეხმარებათ, დროული დიაგნოსტიკის ჩატარებით, უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ.