ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ლაბორატორიათშორისი პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს.

#

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებს ტესტირება ჩაუტარდათ ფიტოპლაზმებისა და ციტრუსის ვიროიდებზე.

ტესტირების პანელი მომზადდა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადმოიგზავნა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტების შედეგები 100%-ით შეესაბამება მოსალოდნელ შედეგებს და შეფასებულია, როგორც წარმატებული.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება და მათთვის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებების ჩატარება.